რატომ არ შემოუშვეს საქართველოში ენმ-ის პოლიტკონსულტანტი?

12.11.23 23:35
რატომ არ შემოუშვეს საქართველოში  ენმ-ის პოლიტკონსულტანტი?

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლკონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში არ შემოუშევს. კომპანია TMG ის საერთაშორის პროექტების დირექტორს, საზღვრის კვეთის დროს, მიზეზების დასახელების გარეშე საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

ამ
წუთებში პარტიის ლიდერები აეროპორტში იმყოფებიან და ითხოვენ განმარტებებს, რატომ არ უშვებენ ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს ბენ მალეტს. პარტიაში ამბობენ რომ მალეტი თბილისში მანამდეც იმყოფებოდა და მას პრობლემა საზღვრის კვეთის დროს არასოდეს ჰქონია.