გათავისუფლდეს უკანონო პატიმრები - საპროტესტო მსვლელობა ბათუმში

15.06.21 13:23
გათავისუფლდეს უკანონო პატიმრები - საპროტესტო მსვლელობა ბათუმში

საპროტესტო მსვლელობა ბათუმში. “გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები“- ამ მოთხოვნით აქცია გამართეს 15 აპრილს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულების, ძმები წულუკიძეების, ასევე ძმები ჭელიძეებისა და ბრალდებულ ელდარ ანთიძის ახლობლებმა.

აქცია მსვლელობა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ახლობლები აღნიშნავენ, რომ აქციაზე დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა და ბიჭები უდანაშაულოები არიან.

ვაპროტესტებთ ბიჭების უკანონო პატიმრობას. მანქანებით ვაპირებთ მსვლელობას და გვსურს, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს ხალხი უდანაშაულოა. აქცია 20-იც იქნება, ეს მშვიდობიანი და უფრო მასშტაბური აქცია იქნება. მივმართავთ ყველას, გამოვიდეს და მხარი დაუჭიროს ბიჭებს, რადგან ისინი უსამართლოდ არიან დაჭერილები. - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

დაკავებულების სასამართლო პროცესი 7 ივლისსაა ჩანიშნული. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ აჭარის უზენაეს საბჭოსთან კარვებიც გაშალონ.