ლევილის დაკარგული იდენტობა - რაში დაიხარჯა 10 მლნ?

13.11.23 20:33
ლევილის დაკარგული იდენტობა - რაში დაიხარჯა 10 მლნ?

 

 

ევრორემონტი ლევილში - თეა წულუკიანმა ლევილის მამულს ისტორიული სახე დაუკარგა და ამისთვის 10 მილიონი დახარჯა.  მეტლახი ხის იატაკის ნაცვლად და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა - კულტურის სამინიტრომ ლევილის მამულში საბედისწერო  რეაბილიტაცია ჩაატარა. ისტორიული შენობიდან აღარაფერია დარჩენილი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ოპოზიციის ინფორმაციით, წულუკიანი ქართული ემიგრაციის ისტორიის გადაწერას გეგმავს. ლევილში რესტორნის გახსნაც იგეგმება.

რესტორნის  ნებართვები სახელმწიფოს დამატებით რამდენიმე ათეული ათასი ევრო დაუჯდება. წუკულიანის უწყება საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს ლევილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას. არარერთი წერილის მიუხედავად, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პასუხები სამინიტროსგან ვერ მიიღეს. სამაგიეროდ, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი მამული ახლა მხოლოდ კულტურის მინისტრის დახურულ ღონისძიებებს მასპინძლობს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.