საკადრო ცვლილებები ნინოწმინდის პანსიონში - კიდევ ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება

15.06.21 13:16
საკადრო ცვლილებები ნინოწმინდის პანსიონში - კიდევ ვის მოუწევს თანამდებობის დატოვება

ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამის შესახებ ღიად საუბრობს საპატრიარქოს იურისტი. თუმცა ედიშერ ქარჩავა ჯერ არ ამბობს, მეუფე სპირიდონის შემდეგ ვის მოუწევს პანსიონის დატოვება. დღეს ნინოწმინდაში ელოდებიან ახალ მმართველს, მეუფე იაკობს, რომელიც თავად განსაზღვრავს, რა პრინციპით ამუშავებს დაწესებულებას და შეცვლის თუ არა იმ პოლიტიკას, რომლითაც კონტროლის უფლება არავის აქვს.

მეუფე იაკობი ყოველთვის თანახმა იყო, ევროსტანდარტები, გაეროს, ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები განხორციელებულიყო. ამ ინიციატივის მხარდამჭერი იყო მეუფე იაკობი. აქიდან გამომდინარე. მის დანიშვნას მივესალმები. 

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს პროცესი დაწყებულია გუშინდელი დღიდან და გაგრძელდება დღესაც და ხვალაც, იმის მიხედვით, რა საჭიროება დადგება"- აცხადებს ედიშერ ქარჩავა. 

"პირველების" ინფორმაციით, მეუფე იაკობი პანსიონში ერთ საათში ჩავა.