სისხლიანი დაპირისპირება თბილისის შუაგულში - "რატის ბარში" სამი მამაკაცი დაჭრეს

13.11.23 20:00
სისხლიანი დაპირისპირება თბილისის შუაგულში - "რატის ბარში" სამი მამაკაცი დაჭრეს

 

 

 

საკვირაო წვეულება თბილისის შუაგულში სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. გვიან ღამით ბარათშვილზე, რატის ბარში სამი მამაკაცი დაჭრეს. მთაწმინდელებისა და ვერელების დაჯგუფების წევრები ერთმანეთს დანებით დაუპირისპირდნენ. "პირველების" ხელშია კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ გარბიან ადგილიდან დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავდამსხმელები.

მათ პოლიციელები აედევნენ, რამდენიმე პირი მანქანაში ჩასვეს, თუმცა გაექცათ. ახლა სამართალდამცველებს მხოლოდ ერთი დაკავებული ჰყავთ. დაჭრილები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მათგან ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი უცნობია. რატის ბარი კი ახლა დალუქულია.

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.