ბათუმი-თბილისის მატარებელმა მოძრაობა განაახლა

13.11.23 20:27
ბათუმი-თბილისის მატარებელმა მოძრაობა განაახლა

ბათუმი-თბილისის მატარებელმა, რომელიც თითქმის, ერთი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული, მოძრაობა განაახლა - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

ცნობისთვის, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ქობულეთთან იყო გაჩერებული. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი ძაბვის პრობლემა გახლდათ.