Georgian Airways თბილისიდან მაჰაჩყალაში ფრენებს იწყებს - მედია

14.11.23 11:57
Georgian Airways თბილისიდან მაჰაჩყალაში ფრენებს იწყებს - მედია

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, სავარაუდოდ, თბილისი-მაჰაჩყალა-თბილისის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს - ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. ინფორმაცია რუსეთის ქალაქის აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა. 

განრიგში აღნიშნულია, რომ რეისები 23 ნოემბრიდან 30 მარტამდე კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

კომპანიას და რუსეთის ხელისუფლებას ჯერ აღნიშნულზე განცხადება არ გაუკეთებია.