ღაზაში ტერორისტებს, იარაღის წარმოების ობიექტებს და სარაკეტო გამშვებებს დავარტყით - IDF

14.11.23 12:12
ღაზაში ტერორისტებს, იარაღის წარმოების ობიექტებს და სარაკეტო გამშვებებს დავარტყით - IDF

ღაზაში ტერორისტებს, იარაღის წარმოების ობიექტებს და სარაკეტო გამშვებებს დავარტყით  - ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 200 სამიზნეს დაარტყეს.

მათივე ცნობით, განადგურებულ სამიზნეებს შორის იყვნენ „ჰამასის“ მებრძოლები, იარაღის წარმოების ობიექტები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებები და ოპერატიული მართვის ცენტრები.

„სახმელეთო ოპერაციების დროს, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ტერორისტული გვირაბის შახტი, რომელიც მდებარეობს მეჩეთში ღაზის სექტორში. სახმელეთო ჯარების მითითებებით, თავდაცვის ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა დაარტყეს ტერორისტებს, რომლებმაც ჯარისკაცების წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაისროლეს“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.