მორიგი დანაშაული წყალტუბოში კომენდანტის საათის დროს - ნაცემია სასტუმროს ადმინისტრატორი (ვიდეო)
კიდევ ერთი დანაშაული კომენდანტის საათის დროს - ნაცემია წყალტუბოში, სასტუმრო ,,არგოს" ადმინისტრატორი. ჩამსხვრეულია ობიექტის მინები.
პირველების ინფორმაციით, და-ძმის გაღიზიანება ადმინისტრატორის შენიშვნამ გამოიწვია, რომელმაც ახალგაზრდებს წესრიგის დაცვა მოსთხოვა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია სამი პირი.