სპეცოპერაციების სერია აჭარაში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
სპეცოპერაციების სერია აჭარაში - "ტვ პირველის " ინფორმაციით, დაკავებულია შავ სამყაროსთან კავშირში მყოფი 18 პირი. ყველას გამოძალვას, იძულებას და ე.წ. ქურდული "ობშიაკის" შეგროვებას ედავებიან. დაკავებულებიდან ნაწილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე გადაიყვანს, ნაწილი კი ახლა გადაჰყავთ.
"პირველების" ინფორმაციით, ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და სავარაუდოდ, ბრალის წარდგენის პროცესში გაირკვევა, რას იტყვიან ბრალთან დაკავშირებით.
"პირველებმა" გაარკვია, რომ ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი, ასევე სხვადასხვა მტკიცებულებები, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების ბრალეულობას ადასტურებს. საუბარია აუდიო ხმოვან ჩანაწერებზე, რომლებიც აკავშირებს მათ კავშირებს, ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან.
ხელვაჩაურსა და ქობულეთში, მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებულებს არანაირი შემხებლობა არ აქვთ "ქურდულ სამყაროსთან".
წაიყვანეს, მშვენივრად იყო ეზოში, ვინმეს არ გვაწყენინებდა, უბოროტო ბავშვი იყო, 50 წლამდე იქნება ასე, ჩემს თვალწინ არის გაზრდილი. იტალიაში იყო, იქ თავისიანები იყვნენ და წაიყვანეს სამუშაოდ, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა".- ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის მეზობელი.
ბათუში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სპეცრაზმი იყო მობილიზებული - სპეცოპერაცია აჭარის ქალაქებში ერთდროულად ჩატარდა.