აბიტურიენტები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდებათ, გამოცდების ჩაბარებას 2 კვირის მერე შეძლებენ
2021 წელს ეროვნულ გამოცდების პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას კორონავირუსი დაუდასტურდებათ - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, განაცხადა. მისი თქმით, კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტებს გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა 2 კვირაში შეეძლებათ.
საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ – პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში გამოუვლინდებათ კოვიდ-19, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვა", - აღინიშნავს სამინისტრო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, აბიტურიენტები, რომლებსაც ტემპერატურა 37°С და მეტი დაუფიქსირდებათ, გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში ჩააბარებენ.