სროლა საბავშვო ბაღთან - დაჭრილია მშობელი

14.11.23 16:25
სროლა საბავშვო ბაღთან  - დაჭრილია მშობელი

პოლიციაა მობილიზებული ამ წუთებში თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე - რამდენიმე საათის წინ, თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო. 

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთ-ერთი მშობელი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში tvpirveli.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

"პირველების" ინფორმაციით, სისხლიანი ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა, რასაც საბოლოდ გასროლა მოჰყვა.