დაკავებულია "ქურდების" 14 კაციანი საძმო - ყველა დეტალი ხმაურიან საქმეზე
დაკავებულია ქურდების 14 კაციანი საძმო. ხელბორკილები დაადეს ერთ ქალსაც, რომელიც ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს ვალის ამოღებაში ეხმარებოდა. სპეცოპერაცია ერთდროულად ქვეყნის ხუთ ქალაქში ჩატარდა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ დაკავებულები ე.წ კანონიერი ქურდების დავალებით მოქმედებდნენ და ე.წ ობშიაკში ფულის გადახდას ადამიანებს შანტაჟით და მუქარით აიძულებდნენ.
ბიზნეს დავების გარჩევა სასამართლოს ნაცვლად კონსპირაციულ ბინებსა და სკვერებში მიმდინარეობდა. ვერდიქტი ე.წ. კანონიერ ქურდებს გამოჰქონდათ, მისი აღსრულება კი ადგილზე მათ მოკავშირეებს ევალებოდათ. თუ ვინმე "ქურდების" გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებოდა, მაშინ აგინებდნენ და სცემდნენ. დაკავებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა, ნაწილი კი ბრალის წარდგენას ელოდება.
დაკავებულია ქურდების 14 კაციანი საძმო - სოფო ნიაურის რეპორტაჟი