შიდა ქართლში ოკუპანტები გამოჩნდნენ - რუსი სამხედროების სამიზნე ამჯერად სოფელი საკორინთლოა
შიდა ქართლში ოკუპანტები გამოჩნდნენ - რუსი სამხედროების სამიზნე ამჯერად სოფელი საკორინთლოა, სადაც, სავარაუდოდ, ახალი საგუშაგოს მშენებლობას გეგმავენ. კადრებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს. ვიდეოში ოკუპანტების გადაადგილებები ჩანს, სოფელში კი პანიკაა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ და სოფელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ.
"აშენებულია, პატარა მწვანე ოთახივით. ისედაც იქით, წყლის პირზე აქვთ საგუშაგო, მაგრამ ის კიდევ ზევით, ტყის პირას არის. ციხიდან რომ გახედავ, კარგად ჩანს.
დაუცველები ვყრივართ ასე. რომ მიხვალ იქამდე, 100 მეტრში არიან ფაქტობრივად, 6 კაცია მგონი აქ სპეცრაზმში, არ ჩანან, ჩვენზე ადრე ეძინებათ, ჩვენზე გვიან ეღვიძებათ". - ამბობს ადგილობრივი.