"6 კაცია ჩვენთან სპეცრაზმში, არ ჩანან, ჩვენზე ადრე ეძინებათ, ჩვენზე გვიან იღვიძებენ" - ცხოვრება გამყოფ ხაზთან
გაუსაძლისი ცხოვრება გამყოფ ხაზთან - საკორინთლოს მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე სულ 6 ადამიანი პატრულირებს, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა ვერც ხედავს და არც საგუშაგოებია, ამიტომაც ადგილობრივებს ყოველდღიურად შიშში უწევთ ცხოვრება.
დაუცველები ვყრივართ ასე. რომ მიხვალ იქამდე, 100 მეტრში არიან ფაქტობრივად, 6 კაცია მგონი აქ ჩვენთან სპეცრაზმში, არ ჩანან, ჩვენზე ადრე ეძინებათ, ჩვენზე გვიან იღვიძებენ, წასულია ჩვენი საქმე. ჩვენთან ძალიან რთული მდგომარეობაა, გარშემო მავთული გვაქვს შემოვლებული, ვითომ ". - ამბობს ადგილობრივი.
დაუცველობისა და უსუსურობის შეგრძნება კიდევ უფრო მძაფრი, თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ გახდა. გამყოფ ხაზთან პოლიციის საგუშაგოს გაკეთებაზე არავის უფიქრია.
ქართული პოლიცია მხოლოდ სოფლის იმ ნაწილში პატრულირებს, სადაც მოსახლეობაა და გადაადგილება, ასე თუ ისე უსაფრთხოა. შიშის ზონებამდე ვერც ისინი მიდიან. 2012 წლამდე, საოკუპაციო ხაზთან საგანგებოდ მომზადებული სპეცრაზმელები იდგნენ, ახლა კი, უბნის ინსპექტორები ცდილობენ აკონტროლონ, საშიში ზონებისკენ, ნახირში, შეშაზე ან ჯონჯოლის საკრეფად მიმავალი ადგილობრივები.