რუსების ტყვეობაში ჩავარდნილი ქართველები - ოჯახები დახმარებას ითხოვენ

15.11.23 11:15
რუსების ტყვეობაში ჩავარდნილი ქართველები - ოჯახები დახმარებას ითხოვენ

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება რუსების ტყვეობაში ჩავარდნილი გიორგი ჩუბითიძის და გიორგი გოგლიძის  დასახსნელად? - "ქართული ოცნება" დუმს. განმარტებებს არც  საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს. ოჯახი კი შველას სწორედ ამ უწყებას სთხოვს.

ტყვედ ჩავარდნილების ოჯახის წევრებთან ინტერვიუ "პირველებმა" ჩაწერა. ისინი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყვეს. 

ახლა გავიგე ტელევიზორით მე, გუშინ გავიგე. უკრაინაში არ იყო ეგ წასული, გერმანიაში იყო წასული, მერე იქიდან არ ვიცი, როდის გადავიდა, - ამბობს გოგლიძის ბებია. 

გოგლიძე წლების განმავლობაშ გერმანიაშ იმყოფებოდა, ომის დაწყების შემდეგ კი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა, უკრაინაში ჩავიდა და საერთაშორისო ლეგიონს შეუერთდა

რაც შეხება ჩუბითიძეს, ის უკრაინაში დაახლოებით 10 წელი ცხოვრობდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველების ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. გაავრცელეს ასევე ვიდეომიმართვებიც, სადაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ დაწერილი ტექსტებით ალაპარაკებენ, რომელიც რუსული პროპაგანდისტული შინაარსისაა. 

ერთ-ერთს ძალადობის კვალი სახეზე ეტყობა, რაც ცხადყოფს, რომ ქართველებს ტექსტის წაკითხვა ზეწოლის ქვეშ მოუწიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქართველი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ დონეცკის მახლობლად აიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები