გრიგორიადისის საქმე დასკვნით ეტაპზეა - საქალაქო სასამართლოში ლაზარეს დედა მივიდა

15.11.23 11:40
გრიგორიადისის საქმე დასკვნით ეტაპზეა - საქალაქო სასამართლოში ლაზარეს დედა მივიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის დედა მივიდა. 

დღეს, 12:00 საათზე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. დღევანდელი სხდომა სავარაუდოდ ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება. მომდევნო სხდომა კი დაცვის მხარეს დაეთმობა. საქმეზე ეს დასკვნითი სხდომებია.