"მკვლელმა გვარი შეიცვალა, ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას" - თამაზ გინტურის ძმა გამოკითხვაზე დაიბარეს
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა გამოკითხვაზე დაიბარეს - გორის სამხარეო პოლიციაში გივი გინტური უკვე მივიდა. ვინ მოკლა ჯგუფურად აგვისტოს ომის მონაწილე, საქართველოს ხელისუფლება ვერ ადგენს, ამიტომ სავარაუდო მკვლელებთან დაკავშირებით კითხვები გინტურის ძმასთან ექნებათ.
მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობაში ვასილ დემიდოვი და კოლია ისჩენკო მონაწილეობდნენ. რუსი სამხედროებიდან ერთ-ერთს კი, ვინც გინტური სალოცავთან ჩაცხრილა, ოჯახის თქმით, გვარი აქვს შეცვლილი.
დაზარალებულის სტატუსი მისცემს ჩემს ძმას, თამაზ გინტურს. მივდივარ გამომძიებელთან. ჯერ არ ვიცი, გამომძიებელი რას მეტყვის, რა იციან, მაგრამ მე რაც ვიცი, იმ მკვლელმა, დევიდოვმა სახელი და გვარი შეიცვალა. ოჯახი საუბრობდა ორ ადამიანზე და მე მგონი, რომ საგამოძიებო უწყებას ჩემზე კარგად ეცოდინება, ვინ არიან მკვლელები. ოჯახი ვითხოვთ, რომ ისინი სასტიკად დაისაჯონ, გადმოგვეცეს და ჩვენმა სასამართლომ გაასამართლოს. ხელისუფლება რას იძახის და რას არა, არ ვიცი და არ მაინტერესებს, ვიცი, რომ ჩემს ძმას ჩასაფრება მოუწყვეს და დაცხრილეს. მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას", - ამბობს გივი გინტური.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 15 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს.