როგორ აღმოჩნდნენ ქართველი მებრძოლები ოკუპანტების ტყვეობაში - რას ამბობს რუსეთის საგარეო
ქართველი მებრძოლები ოკუპანტებს ლუგანსკში ერთ-ერთ შენობაში ჰყავთ გამოკეტილი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გიორგი ჩუბითიძისა და გიორგი გოგლიძის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ირწმუნებიან, რომ ტყვედ აყვანა საბრძოლო მოქმედებების დროს კრემენის რაიონში მოხდა.
რუსული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობას სამხედრო ოპერაციაში იღებდნენ, რა დროსაც ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე ტყეში დაიკარგნენ. სწორედ ამ დროს აიყვანეს ისინი ტყვედ რუსებმა. დგინდება ისიც, რომ ქართველ მებრძოლებს ტყვედ აყვანის დროს ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
შეგახსენებთ, რომ ქართველების ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია პირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. გაავრცელეს ასევე ვიდეომიმართვებიც, სადაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ დაწერილი ტექსტებით ალაპარაკებენ, რომელიც რუსული პროპაგანდისტული შინაარსისაა.
ერთ-ერთს ძალადობის კვალი სახეზე ეტყობა, რაც ცხადყოფს, რომ ქართველებს ტექსტის წაკითხვა ზეწოლის ქვეშ მოუწიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქართველი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ დონეცკის მახლობლად აიყვანეს.
ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს მოქალაქეები მესამე დღეა იმყოფებიან. არცერთი განცხადება და არცერთი ნაბიჯი ტყვეების გასათავისუფლებლად ოპოზიციის განცხადებით, "ოცნებას" არ გადაუდგამს.