დავაკვირდებით პროცესებს - ომბუდსმენის პირველი კომენტარი მეუფე იაკობის დანიშვნის შემდეგ

15.06.21 15:08
დავაკვირდებით პროცესებს - ომბუდსმენის პირველი კომენტარი მეუფე იაკობის დანიშვნის შემდეგ

"ჩვენ ღია ვართ სასაუბროდ"- აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა. 

ომბუდსმენი ამბობს, რომ მისი აპარატი პროცესებს დააკვირდება. ამასთან ყურადღებით მიადევნებს თვალს, გაიყვანენ თუ არა დაწესებულებიდან ბენეფიციარებს. 

ძალიან სერიოზული წნეხი და ზეწონა ხორციელდებოდა ბავშვებზე და ისინი საკმაოდ სტრესულ გარემოში იმყოფებიან, ვინაიდან მათთან მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან ბოლო კვირებში სოციალური მუშაკები, არ გვინდოდა, მათთვის დამატებით შეგვექმნა სტრესული და დაძაბული გარემო და თავს ვიკავებდით კიდევ ერთი ვიზიტის განხორციელებისგან.

თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის, მათი ოჯახებში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და არ განხორციელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო პერიოდში ხორციელდებოდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი"- თქვა ომბუდსმენმა.