ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობა 43.6%-ით შემცირდა - გადმორიცხული ქვეყნებიდან რუსეთი სიის სათავეშია
2023 წლის ოქტომბერში, ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობა 43.6%-ით შემცირდა -მონაცემებს, საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მონაცემებში კარგად ჩანს, რომ ფულადი გზავნილების ყველაზე მეტი მოცულობა რუსეთიდან გადმოირიცხა.
"2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი (761.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.6%-ით (219.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა.
2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი (84.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის (31.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია." -აცხადებს სებ-ი.
ქვეყნების ათეული საიდანაც ყველაზე მეტი გადმოირიცხა ასეთია:
რუსეთი - 61.76
იტალია - 42.57
აშშ - 41. 72
საბერძნეთი - 21. 22
გერმანია - 20.24
ისრაელი - 17.16
ყაზახეთი - 16.44
თურქეთი - 8. 42
ესპანეთი - 4.82
აზერბაიჯანი 4.41