ემიგრანტების ერთობას შეუძლია, დაამარცხოს რუსული რეჟიმი - სოფო ჯაფარიძე აშშ-ში გაემგზავრა

15.11.23 18:53
ემიგრანტების ერთობას შეუძლია, დაამარცხოს რუსული რეჟიმი - სოფო ჯაფარიძე აშშ-ში გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილის გზავნილებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე ქართველ ემიგრანტებთან ჩაიტანს.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდა, სადაც აშშ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდება. პირველ შეხვედრას 18 ნოემბერს, სამ საათზე გამართავს.

ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, როგორც დაგპირდით მოვდივარ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ხვალ უკვე თქვენთან ვიქნები. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ემიგრანტების ერთობას შეუძლია დაამარცხოს რუსული რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავლისთვის თქვენს ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მომენტი. ახლა არის ჩვენი ერთიანობის დრო და მე გპირდებით, რომ ჩვენი ერთობა დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ჩვენ ერთად უნდა ვაქციოთ ჩვენი ქვეყანა თანამედროვე მსოფლიოს ნაწილად - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.