ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი ბრალის წარდგენას კლინიკაში ელოდება - ახალი დეტალები
ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილი ბრალის წარდგენას კლინიკაში ელოდება. გურამ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. მამა ამტკიცებს, რომ სისხლიანი გარჩევისა და ორმხრივი სროლის დროს მისი შვილი ყაზახეთის მოქალაქემ დაჭრა. ახლა გამოძიებამ უნდა გაარკვიოს ვინ გაისროლა პირველად იარაღიდან.
თამაზ ელიზბარაშვილის თქმით, მის შვილს ოფიციალურად გაფორმებული იარაღი ჰქონდა. არსებობს ვერსია, რომ მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქემ ბიზნესმენის ვაჟის ძაღლს ფეხი მოუქნია, გურამ ელიზბარაშვილი სახლში ავიდა და ცეცხლსასროლი იარაღი ჩამოიტანა. ორმხრივი სროლა საბავშვო ბაღთან იმ დროს მოხდა, როდესაც ტერიტორიაზე უამრავი ბავშვი გადაადგილდებოდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.