რამდენი ნაცნობი და მეგობარი დავკარგე დღეს - ქართველი ექიმი ფრონტის ხაზიდან
უმძიმესი ამბები უკრაინიდან - ქართველი სამხედრო ექიმი, რომელიც ფრონტის ხაზზე იმყოფება, წერს, რომ დღეს, 15 ნოემბერს ბევრი ნაცნობი და მეგობარი დაკარგა:
ღმერთოოო როდემდე!? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს წყეული ომი, ანგელოზებივით ბიჭები ეწირებიან.
დიდება გმირებს
15 ნოემბერი წყეული დღე! რამდენი ნაცნობი და მეგობარი დავკარგე დღეს
კიდევ დაეცნენ ქართველები გმირულად, ჩემი საუკეთესო მეგობარი კანადელი და ჩემი ღიმილა ამერიკელი ძმათნაფიცი"- წერს ექიმი.
"პირველები" დეტალებს უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან ამ წუთებში ამოწმებს.