მკვლელობის მიზეზი ბულინგი გახდა? - ახალი დეტალები დმანისში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ
ახალი დეტალები დმანისში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ - "პირველებმა" გაარკვია, რომ 18 წლის ახალგაზრდა 15 წლის სკოლის მოსწავლემ გარეთ შესარიგებლად გაიყვანა, შემდეგ კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
როგორც გაირკვა, ახალგაზრდებს შორის ბოლო კონფლიქტი სკოლაში დაიწყო. ბრალდებული ამტკიცებს, რომ მას აგნებინებდნენ და დასცინოდნენ.
"პირველებისთვის" ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ისიც, რომ სოფელ ამამლოში ჩადენილი სასტიკი ანგარიშსწორება ორ ეტაპად განხორციელდა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება პირველად სკოლის მოსწავლეებს შორის მაშინ მოხდა, როდესაც მათ სკოლის ტერიტორია დატოვეს, რის შემდეგაც ბრალდებულის დედა გუსეინოვებთან გაფრთხილების მიზნით მივიდა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მისი შვილი 18 წლის ბიჭს მოკვლით ემუქრებოდა.
მკვლელის ოჯახი ფულს აპროცენტებდა, ამაზე ხუმრობით დაიწყო ყველაფერი. დედამისი ამბობდა, რომ ჩემი ბიჭი ძალიან ნერვიულია, სახლიდან არ გაუშვათ თქვენი შვილის მოკვლას აპირებსო" - აღნიშნა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
ადგილობრივები "პირველებთან" ამბობენ, რომ დღის ბოლოს, 15 წლის მოზარდმა ელვინ გუსეინოვთან სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა და შერიგების მიზნით მას სახლიდან გამოსვლა სთხოვა, რის შემდეგაც ბრალდებულმა თანმხლები პირების თვალწინ გარდაცვლილ ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
ხუმრობის გამო მოხდა, მე როგორც გავიგე. იჩხუბეს, მერე სახლში წამოვიდა და დაურეკეს, უბნელები ვართ, ერთი სოფლის ბიჭები ვართ და მოვაგვაროთ რაო. მერე ერთი დაიჭრა და ერთი დაჭრაო, ეგრე გავიგე მე - განაცხადა ადგილობრივმა.
"პირველები" სკოლაშიც იმყოფებოდა. მათ მტკიცებით, სკოლის ტერიტორიაზე დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა. საპირისპიროს უმტკიცებენ TVPIRVELI-ის გადამღებ ჯგუფს სოფელში - ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ორი თვის წინ დაიწყო. ბრალდებულის დედა კი ამავე სკოლის მასწავლებელია, რომელსაც სავარაუდოდ, ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია გააჩნდა.
არანაირი კონფლიქტი და არანაირი პრობლემა სკოლაში არ მომხდარა. რაც მოხდა, სკოლის მერე მოხდა. მიზეზი არ ვიცით, პოლიციაც მაგას არკვევს. მასწავლებლებმა საერთოდ არაფერი არ იციან - თქვა სკოლის მასწავლებელმა.