ბიშკეკში ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

16.11.23 13:13
ბიშკეკში ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

ყირგიზული მედიის ცნობით, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ქართველი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. 

გამოცემის ცნობით, 34 წლის კაცის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოღებულია TT-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დაკავებული ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის, ზაზა ელიკაშვილის, მეტსახელად "კარალეიკას" ნათესავია და საქართველოში ერთ-ერთი ქალაქის ე.წ "მაყურებელი" იყო.