ახალი დეტალები: პენსიონერი ქალი, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად საქმეში "კანონიერი" ჩარია, ფულის მიღებას სხვა ქალისგან ითხოვდა

16.11.23 14:05
ახალი დეტალები: პენსიონერი ქალი, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად საქმეში "კანონიერი" ჩარია, ფულის მიღებას სხვა ქალისგან ითხოვდა

ახალი დეტალები "ქურდების" საძმოს საქმის შესახებ - როგორც გაირკვა, ქალი, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდები ჩარია, ფულის მიღებას სხვა ქალისგან ითხოვდა.

"პირველების" ინფორმაციით, განსასჯელის სკამზე ნინო ცეცხლაძე ზის. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ცეცხლაძე დავალებით ურჩევდნენ ე.წ. ქურდული წესებით საქმეს, მოვალე ქალის, ლეილა შიშმანიძის ძმას.

სასამართლოზე პენსიონერმა დუმილი დაარღვია და მოსამართლეს სთხოვდა, გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინა. ქალი ამტკიცებდა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო იმის შესახებ, რომ მისი თანაქალაქელები ე.წ. კანონიერ ქურდებთან შემხებლობაში იყვნენ.

ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ ან „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ბრალდებულ 15 პირს, მათგან ერთს დაუსწრებლად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.

 სახელმწიფო ბრალდება პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000, 7 000, 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.