უსინათლოებისთვის მოპარული მილიონები - ხუციშვილი და მაისურაძე თანამდებობას საქმის დასრულებამდე დატოვებენ

16.11.23 16:02
უსინათლოებისთვის მოპარული მილიონები - ხუციშვილი და მაისურაძე თანამდებობას საქმის დასრულებამდე დატოვებენ

უსინათლოები უსინათლოთა კავშირის წინააღმდეგ - სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით, სოფო ხუციშვილი და რევაზ მაისურაძე თანამდებობას საქმის დასრულებამდე ტოვებენ.

კავშირის წევრები თავმჯდომარეს უკვე თვეებია, დიდი ფულის გაფლანგვაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თანხით, რომლითაც წესით მათი საჭიროებები უნდა გვარდებოდეს, არაფერი კეთება.

უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები "პირველებთან" ამბობენ, რომ სოფო ხუციშვილის წინააღმდეგ წარმართული ბრალდება საფუძვლიანია.

სავსებით ობიექტური გადაწყვეტილება იყო. სოფო თავის სიტყვაში თავს აცოდებდა, რომ მისთვის ბრალის წაყენება მორალური ზარალია. ეს ადამიანი დამნაშავე არის და ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მიხვდნენ, რომ დამთავრდა ეს მბრძანებლური, დიქტატორული ეპოქა - განაცხადა კავშირის წარმომადგენელმა.

სასამართლო პროცესის შემდეგ სოფო ხუციშვილმა მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ "როგორც ღირსეულად მოვიდა, ისე ღირსეულადვე წავა".

როგორც ღირსეულად მოვედი, ისევე ღირსეულად წავალ. მე ღირსეულად შემიძლია ყველაფერი - თქვა კავშირის თავმჯდომარემ.