475 მილიონი მეტროს ვაგონების გასაახლებლად - ზრუნვა თბილისელებზე თუ მორიგი საარჩევნო დაპირება?
ზრუნვა თბილისელებზე თუ მორიგი საარჩევნო დაპირება. მთავრობა მეტროს ვაგონების განახლებას გეგმავს, რაშიც 475 მილიონს გადაიხდის. პროექტი 15 წლიანია და ჯამში 212 ვაგონის შესყიდვა იგეგმება. თუმცა კალაძის მორიგი მრავალმილიონიანი პროექტი ბევრ კითხვას ბადებს. ჩვენს არქივში ინახება თბილისის მერი წინასაარჩევნო დაპირება. როგორ გეგმავდა კალაძე დედაქალაქის მეტროს მიწისქვეშა და მიწისზედა ახალი ხაზების აშენებას, თუმცა ეს დაპირებაც საარჩევნო პროგრამას არ გაცდა.
თბილისის მერმა არა მხოლოდ ახალი ხაზები არ გახსნა, უკვე არსებული სადგურების რეაბილიტაციაც ვერ შეძლო დროულად. ახლა განმარტავენ, რომ მეტროს გაფართოება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ანუ დაპირება ისე გასცეს რომ არც იცოდნენ რა დაჯდებოდა ეს პროექტი. ახლა კი გვიმტკიცებენ, რომ გამოსავალი ახალი ვაგონების შეძენაა, რომელშიც 500 მილიონამდე უნდა გადაიხადონ.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.