სპეცოპერაცია ათენში - დაკავებულია 14 ქართველი ემიგრანტი
ათენში ერთ ღამეში 14 ქართველიი ემიგრანტი დააკავეს. სავარაუდო ეჭვმიტანილების წინააღმდეგ წინააღმდეგ სპეცოპერაცია კლინიკაში ჩატარდა. როგორც გაირკვა, ქართველებს ქართველმა ქალმა უჩივლა. ბერძენ სამართალ სამცველებს მომჩივანი უმტკიცებდა, რომ მისი ქვეყნის წარმომადგენლები კლლინიკაში არალეგალურად მუშაობდნენ და სამუშაო ადგილებს სხვებსაც აკარგვინებდნენ.
ქართველები საავადმყოფოში გვიან ღამით იმ დროს დააკავეს, როცა ისინი მოხუცებს უვლიდნენ.
უპრეცედენტო ამბავი დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა, ამის შემდეგ გაიმართაა სასამართლოო პროცესიც. ბერძენმა მოსამართლემ 14-ვე ქართველი ქალი სასამართლოდან გაათავისუფლა. დადგონდა, რომ მათ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ.
მოსამართლემ ასევე, მომჩივან ნონა ფანცხავას უთხრა, რომ მისი საჩივარი საფუძველს მოკლებული იყო.
ქართველი ემიგრანტები "პირველებთან" მომხდარს იხსენებენ.
ადგომა და ჩაცმაც არ მაცადეს, გაგვიღებს კარი და გვითხრეს, პოლიციააო. არავის უკითხავს, პასპორტი გაქვს? საერთოდ არავის არაფერი...დაგვაეს ხელბორკილები, გამოგვიყვანეს ასე თხებივით, 14 ქალი შევიკრიბეთ. ეს ქალბატონი, ქართელი ქალბატონო, ნონა ფარცხავა წინ მიუძღოდა პოლიციელებს, - იხსენებს ქართელი ემიგრანტი.
ქართველი ემიგრანტები ასევე ამბობენ, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაკავშირებოდნენ საქართველოს საელჩოს საბერძნეთში, მათ ზარებს არავინ პასუხობდა. ისინი ასევე, იხსენებენ, რომ ერთ-ერთი ასეთი სპეცოპერაციის დროს, ქართველი ქალი მესამე სართულიდან გადავვარდა და გარდაიცვალა.
საელჩოს რომც დაურეკო, ჯერ ეს ერთი, არც გვპასუხობენ და მეორეც, ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიყავით, რომ დავრეკეთ, არავინ გვიპასუხა. ისევ დავრჩით ამ ბერძენი მოსამართლეების ამარა. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ასეთი ამბავი დაემართა ზუსტად, მემგონი ზაფხული იყო, ნამძინარევუ იყო, ფეხი დაუცდა მესამე სართული აივნიდან და გარდაიცვალა, - ამბობს ემიგრანტი.