გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

17.11.23 10:39
გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი ხმათა უმრვალესობით დამტკიცდა.

მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური (Bamf) ვარაუდობს, რომ საქართველოში და მოლდოვაში დაბრუნებულებს, როგორც წესი, არ ემუქრებათ დევნა ან არაადამიანური მოპყრობა.

გერმანიის შს მინისტრი აცხადებს, რომ  ეს არალეგალური მიგრაციი შეზღუდვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. 

ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ. დასაქმებულთა კვალიფიციური იმიგრაციის უზრუნველყოფა და ამით სტიმულის შექმნა, რათა მომავალში საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებმა არ წარადგინონ უიმედო თავშესაფრის განაცხადი გერმანიაში,- თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.