"ვუძღვნი ლექსო ლაშქარავას" - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადასცა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ -იორკში რამდენიმე საათის წინ დასრულდა. გვარამიასთან ერთად ჯილდო კიდევ სამი ჟურნალისტმა მიიღო. მათ შორის მარია ტერეზა მონტანიომ, რომელიც მექსიკური გამოცემის The Observer-ის დამფუძნებელი და რედაქტორია.
ამ ჯილდოს ვუძღვნი ლექსო ლაშქარავას. ჯილდო ქართულ კრიტიკულ მედიას ეკუთვნის, რომელსაც არამხოლოდ ბრძოლა, არამედ რუსული პროპაგანდის დამარცხებაც შეუძლია".- ამბობს გვარამია.
ცნობისთვის, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი მნიშვნელოვანი და ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით მედიის ოთხ წარმომადგენელს ირჩევს. მათ, ვისაც პროფესიის დაცვა სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ.