ძაღლის გამო დაწყებული კონფლიქტი - გურამ ელიზბარაშვილი მოსამართლემ ციხეში გაუშვა
გურამ ელიზბარაშვილი მოსამართლემ ციხეში გაუშვა. ყაზახეთის მოქალაქის დაჭრაში ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. სახელმწიფოო ბრალდება სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ელიზბარაშვილმა ძაღლის გამო დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, დაზიანებები თავად გასროლის დროს მიიყენა.
ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება ელიზბარაშვილის ცოლი, რომელიც ასევე მის ინტერესებს იცავს და ამბობს, რომ არც გურამ ელიზბარაშვილის და არც ყაზახეთის მოქალაქის შემთხვევაში ექსპერტიზა არ ჩატარებულა.
პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ გურამმა გაუფრთხილებლობით მიიყენა თვითდაზიანება, ჩემთვის გაუგებარია, რა საფუძვლებს ეყრდნობა ეს განცხადება. არც გურამ ელიზბარაშვილის და არც ყაზახეთის მოქალაქის შემთხვევაში ექსპერტიზა არ ჩატარებულა. კონფლიქტი დაიწყო ყაზახეთის მოქალაქემ. არანაირი პასუხისგების საკითხი არ დგას ამ მომენტისთვის, ყაზახეთის მოქალაქის მიმართ. უცხო ქყევნის მოქალაქის ადვოკატი ამბობს, რომ კონტაქტისთვის ხელმისაწვდომია, ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ ხელმიუწვდომელია. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფრო მონდომებით ვიცავთ, ვიდრე ჩვენს საკუთარ მოქალაქეს". - ამბობს გურამ ელიზბარაშვილის ცოლი.
თამაზ ელიზბარაშვილი კი კონფლიქტის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იარაღი ყაზახეთის მოქალაქესაც ჰქონდა.
ყაზახეთი მოქალაქეს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონია იქ ფიტნეს-კლუბის თანამშრომლებთან. ძალიან უხეში და პრეტენზიული ყოფილა, ჩემმა შვილმა კი ეს პრეტენზიები არ გაუტარა. ამას მოჰყვა კამათი და კონფლიქტი, ჩემი შვილის მისამართით იყო გინება. ჩემმა შვილმა კონფლიქტის დროს შეამჩნია იარაღია, გადაწყვიტა და ავიდა სახლში, აიღო იარაღი, ჩამოვიდა, გაგრძელდა ეს კონფლიქტი, მოხდა ჩემი შვილის დაჭრა და შემდეგ დაიჭრა ეს ყაზახეთის მოქალაქე". - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.
შეიარაღებული თავდასხმა ჟვანიას ქუჩაზე საბავშვო ბაღთან მოხდა, მიზეზი კი ძაღლი გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.