რატომ უმალავს საჯარო ინფორმაციას ხელისუფლება ჟურნალისტებს? - IDFI-ის საგანგაშო კვლევა
რატომ უმალავს საჯარო ინფორმაციას ხელისუფლება ჟურნალისტებს? დილიდან ამ საკითხის შესახებ დისკუსიას მესამე სექტორი მართავს. IDFI -მ მედიის და არასამთავრობოების წარმომადგენლები შეკრიბა.
ინფორმაციის თავისუფლების, განვითარების ინსტიტუტი ორ წლიანი დაკვირვების შედეგებზე საუბრობს. როგორც გაირკვა ყველაზე ჩაკეტილი უწყება მთავრობაა. პრემიერის ადმინისტრაცია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც, როგორც ირკვევა, თითქმის ვერასდროს აკმაყოფილებენ მედიის ინტერესს. დოკუმენტებს არც საჯარო სივრცეში აჩენენ და არც პირადად მედიას უგზავნიან.
არასამთავრობოები ამბობენ, რომ "ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ კრიტიკულ მედიას ინფორმაცია არ მიაწოდოს.
თუ შარშან ჩვენ გვქონდა 80%-ზე ზემოთ საჯარო ინფორმაციაზე გაცემული პასუხების სტატისტიკა, წლევანდელი მონაცემებით, ჩვენი ბოლო ანგარიშით, ეს არის 58 %. მთავრობის ადმინისტრაცია არ აქვეყნებს მათ შორის მთავრობის დადგენილებებს, ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა, თუ როგორ იკლო საჯარო ინფორმაციაზე წვდომამ და ეს ინფორმაციაზე წვდომა, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც საქმიანობაში ხელს უშლის მედიას". - ამბობს IDFI-ის წარმომადგენელი.