აფხაზეთის მკვიდრს, რომლის მანქანიდანაც საქართველოს დროშა იყო გადმოკიდებული, ბოდიში მოახდევინეს

17.11.23 12:36
აფხაზეთის მკვიდრს, რომლის მანქანიდანაც საქართველოს დროშა იყო გადმოკიდებული, ბოდიში მოახდევინეს

ბოდიში საქართველოს დროშის გამო - აფხაზი ბიჭი, რომელმაც საკუთარ მანქანაზე დამაგრებული ხუთჯვრიანი დროშის ფონზე ვიდეო გადაიღო, ბოდიში მოახდევინეს. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად არის გავრცელებული.  არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბიჭი ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია, რომელიც აჟიოტაჟის შემდეგ ამტკიცებს, რომ ეს მასალა შემთხვევით, დაუფიქრებლად გადაიღო, საქართველოს კი არამეგობრულ ქვეყნად მოიხსენიებს. ვიდეო მასალით რჩება განცდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი წინასწარ დაწერილ ტექსტს იძულებით კითხულობს.  ის ამბობს, რომ შემთხვევა ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზეთ­ში­ ქორწილში მოხდა.

"ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ქორ­წილ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, ერთ-ერთი სტუ­მა­რი ჩაჯ­და ჩემს მან­ქა­ნა­ში. რო­გორც გა­ირ­კვა, მან ამო­ი­ღო ქარ­თუ­ლი დრო­შა და ფან­ჯა­რა­ში გა­მო­კი­და. ყო­ველ­გვა­რი ეჭ­ვის გა­რე­შე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მთლი­ა­ნად სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სი­ტუ­ა­ცია იყო. ვიცი, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩვე­ნი აფხა­ზე­თის­თვის არა­მე­გობ­რუ­ლი ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც დღემ­დე არ მო­ა­წე­რა ხელი მშვი­დო­ბი­ან შე­თან­ხმე­ბას. მე არ მი­ვაქ­ციე იმ მო­მენტს ყუ­რა­დღე­ბა, როცა ჩემს მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და ხალ­ხი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა ჰქონ­და. ბო­დიშს ვუხ­დი ყვე­ლას, ვი­საც უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­ვუ­ტა­ნე, პირ­ველ რიგ­ში მა­მას და ძმურ აფხაზ ერს“, - ამ­ბობს ბიჭი.