ძალადობის საქმე - აჩი მეფარიძის წინააღმდეგ დღეს ჩვენება დაზარალებულმა ქალმა მისცა

17.11.23 13:42
ძალადობის საქმე - აჩი მეფარიძის წინააღმდეგ დღეს ჩვენება დაზარალებულმა ქალმა მისცა

ძალადობაში ბრალდებული პოპ მუსიკის ქართველი ვარსკვლვის საქმეზე საქალაქო სასაამრთლოში პროცესი დასრულდა. არჩილ მეფარიძის წინააღმდეგ ჩვენება დღეს ლელა ჯუღელმა მისცა, ქალმა, რომელიც ამტკიცებს, რომ  მეფარიძემ მასზე ფიზიკურად იძალადა და პარკინგზე დაწყებული კონფლიქტის გამო სცემა. 

ლელა ჯუღელი პროკურორის კითხვებს 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. 

აჩი მეფარიძე დღეს პროცესზე არ მისულა. მისი ადვოკატის განმარტებით, პოპ ვარსკვლავს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.

უფლებადამველი ასევე ამბობს, რომ ჯუღელს მომხდარის ბევრი გარემოებები აღარ ახსოვდა და მისი დღევანდელი ჩვენება სამართალდამცველებისთვის მიცემულ ჩვენებას არ დაემთხვა. 

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა დაზარალებულად ცნობილი პირი, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიერ მიცემული ინფრომაცია გამოძების პროცესში და ის ინფორმაცია, რომელიც სასამართლოშია მიცემული, ფაქტია, რომ ერთმანეთს არ ემთხვევა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების პროცესში მან ყველა ჯერზე გამომძიებელთან აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთხელ მოხდა მის მიმართ ძალადობის გახორციელება და კონკრეტულად ხელის მოქნევა სახის მიმართულებით, კონკრეტულად ლოყის არეში, რაც შემდგომშ შეიცვალა და დღეს მისი პოზიცია არის, რომ მას ყურთან აქვს დაზიანება მიღებული, - ამბობს მეფარიძის ადვოკატი. 

როდის გაიმართება არჩილ მეფარიძის შემდეგი სასამართლო პროცესი, ჯერჯერობით უცნობია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მომღერალს 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.