გურიის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა

17.11.23 18:07
გურიის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩოხატაური-ბახმაროსა და ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმარო) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ33 (ჩოხატაური-ჩხაკაურა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ13-კმ33 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - წერია განცხადებაში.