შანტაჟი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით - მოსამართლემ სკოლის დირექტორი უდანაშაულოდ ცნო
მძიმე დანაშაულში ბრალდებული სკოლის დირექტორი სასამართლომ გაათავისუფლა. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში მხილებული მამაკაცი მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო, რასაც პროკურატურის პროტესტი მოჰყვა. ბრალდება აგანაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს. სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ფაქტის შემდეგ დაზარალებულმა პედაგოგმა თვითმკვლელობა სცადა.
ირკვევა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დირექტორმა სხვა პედაგოგებს გადაუგზავნა, რომელიც შემდეგ ვირუსულად გავრცელდა. მას შემდეგ რაც ეს ფაქტი გახმაურდა, სკოლის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაუშვეს, შანტაჟის მსხვერპლი მასწავლებელი მის დაპატიმრებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები დღეს არასაკმარისად მიიჩნია და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.