ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

17.11.23 22:27
ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში - დაღუპულია ერთი ადამიანი

ოზურგეთში ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "გურია ნიუსი" ავრცელებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.