უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ინფორმაციას "პირველებს" უკრაინაში მებრძოლი ქართველები უდასტურებენ.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ის უკრაინაში ორი კვირის წინ მოკლული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსაყვანად ბახმუტის მისადგომებთან შედიოდა.
"TV.PIRVELI.GE"-სთვის დაღუპულის ვინაობა ცნობილია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს რისკი, დაღუპვის შესახებ ოჯახმა ინფორმაცია არ იცოდეს, ჩვენ გარდაცვლილის ვინაობას არ ვასაჯაროებთ.
ცნობილია, რომ ქართველმა მებრძოლებმა დაღუპულის ცხედრის გამოსვენება შეძლეს.