კუნძულ კრეტაზე ორი ქართველი დააკავეს

18.11.23 10:28
კუნძულ კრეტაზე ორი ქართველი დააკავეს

კუნძულ კრეტაზე ორი ქართველი დააკავეს. ემიგრანტებს ქურდობას ედავებიან. საბერძნეთის პოლიცია იტყობინება, რომ ბრალდებულებმა ოთხ თვეში ათობით მდიდრული სახლის გაძარცვა მოახერხეს.  წაღებულია ასი ათას ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა. 

არსებული ცნობებით, მამაკაცებმა ოქრო გაყიდეს, ფული კი დახარჯეს.