უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

18.11.23 11:04
უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძეა. ის იმ დროს დაიღუპა, როდესაც უკრაინაში ორი კვირის წინ მოკლული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსაყვანად ბახმუტის მისადგომებთან შედიოდა.

რაც შეეხება 11 დაჭრილს ქართველ ჯარისკაცს, "ქართული ლეგიონის" ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

დიდი ალბათობით, გამოვიყვანთ ჩვენს თანამებრძოლებს. რაც შეეხება დაჭრილებს, სიტუაცია დესტაბილიზებულია, მაგრამ 11 დაჭრილი გვყავს. მკურნალობის პროცესს გადიან, რამდენიმე საოპერაციოა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება". - ამბობს მამულაშვილი.