მეათე საუკუნით დათარიღებული ქოროღოს ციხე ნადგურდება - მკვლევარები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ

18.11.23 11:32
მეათე საუკუნით დათარიღებული ქოროღოს ციხე ნადგურდება - მკვლევარები საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ

მეათე საუკუნით დათარიღებული ქოროღოს ციხე ნადგურდება - ვითარება იმდენად მძიმეა, რომ მკვლევრების შეფასებით, რეაბილიტაციის შემთხვევაშიც კი კოშკი პირვანდელ სახეს, ფაქტობრივად, ვეღარ დაიბრუნებს.

ხელოვნებათმცოდნეები იტყობინებიან, რომ უნიკალური რელიეფი ნადგურდება, ეკლესიაზე სამუშაოები კი უხარისხოდ არის შესრულებული. 

ჩუბინაშვილის ცენტრის შეფასებით, აღნიშნული პროცესი ბრუტალური ნგრევა და ვანდალიზმია, რის გამოც კონკრეტული პირები პასუხისმგებლობაში უნდა მიეცნენ.

მეათე საუკუნის კოშკი დაინგრა. ამის გამართლების მცდელობა იყო, რომ ის საფრთხეს უქმნიდა ეკლესიას. რეალურად ეს ასე არ იყო და ასეც რომ ყოფილიყო, მეცნიერების მხრიდან ივარაუდება, რომ კოშკი უფრო ადრეულია, ვიდრე ეკლესია. უცნაურია, როდესაც რაღაც რაღაცის ფასად გასწირეს და რაღაცის დანგრევა გადაწყვიტეს, რათა ეკლესია გადაერჩინათ. წევრები, რომლებმაც განახორციელეს ეს ყველაფერი, ისინი ამბობენ, რომ ეკლესიას ვერ გადავარჩენთ, თუ კოშკს არ დავანგრევდით. თუ ასეთი სიტუაციაა, მოდი შენ დაანებე თავი რა, თუ შენ ვერ ახერხებ ამის გაკეთებას სხვას დავაცადოთ რა. დანგრევა ყოვლად მიუღებელი ამბავია. მით უფრო ისეთ მდგომარეობაში მყოფი კოშკი, რომელიც ქოროღლოში იყო, ზურგიანი კოშკი, რომელსაც ისედაც 2-მეტრიანი კედლები აქვს, მისი შემთხვევით დანგრევა შეუძლებელია. ვიცით, რომ მეათე საუკუნიდან იდგა ბოლომდე. ეს არის კანონდარღვევა და ეს არის სამართლებრივი საკითხი. ასეთ შემთხვევაში უნდა დადგეს ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი", - ამბობს მკვლევარი.