რაჭის პროტესტი თბილისში ინაცვლებს - ხეობის გადარჩენისთვის შექმნილი მოძრაობა თბილისისკენ მოემართება
რაჭის პროტესტი თბილისში ინაცვლებს - ხეობის გადარჩენისთვის შექმნილი მოძრაობა ამბროლაურის ცენტრიდან თბილისისკენ ფეხით უკვე დაიძრა.
დანიშნულების ადგილი მარშალ გელოვანის გამზირი და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ხალხი სწორედ ამ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას აპროტესტებს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პრორუსი ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი, 49 წლით გადაცემულ ლიცენზიას და მის მფლობელ კომპანიას ყიდდა, უწყებამ ხეობის მცველებს ახალი წერილი გაუგზავნა. ოთარ შამუგიას უწყება იტყობინება, რომ პროცესი წინ მიდის, თუმცა ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ სახელმწიფო წერილში ლიცენზიის გაცემის პროცესში მოსახლეობის ჩართვის ვალდებულების არ არსებობის შესახებ წერს.
ჩვენი პროტესტის ადრესატი აქ აღარ არის. დღეს, 12 საათზე დავიძვრებით ამბროლაურიდან, მცხეთაში ვიკრიბებით 4 საათზე და იქიდან მსვლელობით მივალთ სამინისტროსთან - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.