აქცია ახალციხეში - მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნებას ითხოვენ
მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნებას ითხოვენ - მოზარდებმა და მათმა მშობლებმა დღეს აქციაა ახალციხეში გამართეს.
სკოლის ეზოსთან შეკრებილი ადამიანები, სკოლის გარემონტების მიზნით დაკეტვას აპროტესტებენ. უკვე ერთი წელია, მეორე საჯარო სკოლის ნაცვლად, მოზარდები სხვა სკოლაში დადიან. გადატვირთული რეჟიმის გამო, მოზარდებს მეორე ცვლაში უტარდებათ გაკვეთილები, რომლებიც 30 წუთამდე შეუმცირეს და სახლში გვიან ბრუნდებიან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობა სარეაბილიტაციო არ არის და აქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა ტერიტორია გაიყიდოს კიდევაც.
მეცხრე თვეა სკოლა დაკეტილია. მიზეზი დაკეტვის არ ვიცით. იძახიან, რომ ავარიულიაო. ამ სკოლამ გაუძლო მიწისძვრას 89-ში, არეულობების დროსაც არ დანგრეულა. აქ ვისწავლეთ ყველამ, მამებმა, პაპებმა. ახლა იძულებით დადის ბავშვი მეორე სმენაში. ის შვიდ საათზე მოდის სახლში. სანამ საშინაო დავალებას გააკეთებს, რომელ საათზე უნდა დაიძინოს და დილით როგორ უნდა ადგეს და წავიდეს სკოლაში. ათვისების უნარიანობა აკლდება" - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.
ფოტო - რადიოთავისუფლება.