პოლიციელებმა, ვისაც ლაშა ჟღენტი ძალადობაში ამხელს, დავა 76 წლის ბებიას წინააღმდეგ დაიწყეს

18.11.23 17:00
პოლიციელებმა, ვისაც ლაშა ჟღენტი ძალადობაში ამხელს, დავა 76 წლის ბებიას წინააღმდეგ დაიწყეს

ნაცემი ბიჭის ბებიას ბრალი წაუყენეს. ძველი თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნებმა, ვისაც ძალადობაში ლაშა ჟღენტი ამხელს, დავა პენსიონერი ქალის წინააღმდეგ დაიწყეს. სამართალდამცველები პენსიონერ ქალს, დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან.

პოლიციის შეურაცხყოფას ედავებიან ასევე ლაშა ჟღენტის ძმას და მეგობარსაც. ისინი სასამართლოს წინაშე 20 ნოემბერს წარსდგებიან. 

დაგვიკავშირდა სასამართლოს წარმომადგენელი, გვითხრეს რომ სასამართლო გაიმართა უჩვენოდ, ამჯერად ლაშას ძმას, მეგობარს და 76 წლის ქალს ედავებიან პოლიციის შეურაცხყოფას. სასაცილოა, 4 თვე გავიდა მას მერე უკვე". - ამბობს ლაშა ჟღენტის დედა.

ნაცემი ბიჭის ძმას სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვს.

ნამდვილად არ ველოდებოდი ამას. არ ველოდები რომ გაგვამართლებენ, იმიტომ, რომ მგონია, გადაწყვეტილი ავთ ჩვენი დაჯარიმება. გვედავებიან, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გავუწიეთ და შეურაცხყოფა მივაყენეთ, რაც ასე არ ყოფილა". - ამბობს ლუკა ჟღენტი.

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტიდან უკვე ოთხი თვე გავიდა. თუმცა, ამ დრომდე ძალადობაში მხილებული არც ერთი პოლიციელი არავის დაუსჯია. ლაშა ჟღენტი კი 2000 ლარით სასამართლომ უკვე დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ახალგაზრდას მტკიცებით, მას პოლიციელები ფიზიკურად 20 ივლისს გაუსწორდნენ. როგორც ბიჭი ყვება, ის შსს-ს თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დააკავეს.