სროლა ქუთაისში - არსებული ინფორმაციით, ერთი პირი დაჭრეს
სროლის ხმა ისმოდა ცოტა ხნის წინ ქუთაისში. "პირველების" კორესპონდენტის ცნობით, სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა- შენახვისა და 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.