გლდანში ხანძარი ლიკვიდირებულია
გლდანში ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი ცოტა ხნის წინ, ქერჩის ქუჩაზე მდებარე მიტოვებულ შენობაში გაჩნდა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.