გამარჯვებული დედები - პროტესტს ამ ქვეყანაში შედეგი ყოველთვის მოაქვს

18.11.23 20:16
გამარჯვებული დედები - პროტესტს ამ ქვეყანაში შედეგი ყოველთვის მოაქვს

 

გამარჯვებული დედები - მოუსმინეთ ადამიანებს, ვინც მთელს საქართველოს აჩვენა, რომ პროტესტს ამ ქვეყანაში შედეგი ყოველთვის მოაქვს. 

უსმინეთ დედებს, რომლებმაც უწყვეტი პროტესტით, უცვლელი მიზნით, მთავრობას მათი მოთხოვნების შესრულება აიძულა. 

გაიარეს მძიმე დღეები და გაუძლეს მძიმე მეთოდებით ბრძოლას, მაგრამ მთელ  საქართველოს აჩვენეს, რომ შედეგი მოქმედებით დგება. 

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 20 დღის განმავლობაში იდგნენ და ხელისუფლებისგან პერმანენტულად ითხოვდნენ მედიკამენტ "ვოზორიტიდის" დაფინანსებას. საბოლოოდ, აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი ძალაში შევიდა და რამდენიმე დღის წინ, აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი ვოზორიტიდი საქართველოში ჩამოიტანეს.