რაჭის ტყის დაკავებული მცველები სასამართლო პროცესების მოლოდინში არიან
რაჭის ტყის დაკავებული მცველები სასამართლო პროცესების მოლოდინში არიან. გარემოს დაცვის სამინისტროსთან აყვანილ აქციის 11 მონაწილებს შორის ერთი ვარლამ გოლეთიანია, ერთი კი ჟურნალისტი რატი რატიანი.
ხელბორკილებდადებული ადამიანები, ვინც რაჭის ტყეების გასხვისებას აპროტესტებდნენ, სხვადასხვა იზოლატორებში გადაიყვანეს. უფლებადამცველები დაკავებულთა ნაწილს ამ დრომდე სწორედ იზოლატორიდან იზოლატორში ეძებენ. ყველა მათგანს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
აქციის მონაწილეებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან მთელი ღამე გაათენეს. მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი მოთხოვნა შეემატა. ახლა ისინი აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ერთი კარავი გაშალეს. მათ პროტესტს ეტაპობრივად აქციის სხვა მონაწილეებიც უერთდებიან.
შეკრებულები ამბობენ, რო არ აქვთ ინფორმაცია, სად არიან გადაყვანილები სამოქალაქო აქტივისტები.
ეს იყო პირველი დამოკიდებულება სამინისტროსი საზოგადოების მიმართ თუ როგორ ექცევა თავის ქვეყნის მოქალაქეებს. პრინციპული წინააღმდეგობა დაიწყო ამ თემაზე, შეგვიშვებდნენ ამ ჭიშკრიდან თუ არა. საკმაოდ ჯანიანი პოლიციელები ჩვენს წინააღმდეგ ძალებს არ იშურებდნენ. პირველი ვარლამ გოლეთიანი დააკავეს, იქვე კარებშ, საერთოდ უმიზეზოდ და შემედგ ყველა. მონიშნული ჰყავდათ დასაკავებელი პირების, ჩვენს თვალწინ საერთოდ უმიზეზოდ ბიჭებს ტაცებდნენ ხელს და მიჰყავდათ. ეს იყო წარმოუდგენელი აგრესია პოლიციელების მხრიდან, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეები უკვე მეორე დღეა ითხოვენ, რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზია გაუქმდეს. მათი თქმით, ეს ტყე ხალხის საკუთრებაა და ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. ისინი ზემდგომ პირებთან შეხვედრას ელოებიან,